ეკონომიკა
11/05/2021

"ვიმედოვნებ, ქართულ ევრობონდებზე ინვესტორების მაღალი ნდობა საკრედიტო რეიტინგებზეც აისახება"

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ ევრობონდებზე გამოხატული ინვესტორების მაღალი ნდობა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზეც აისახება.

ზუსტი პროგნოზის გაკეთება მინისტრს ამ ეტაპზე უჭირს და იქვე დასძენს, რომ პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობის ფონზე ცნობილი სარეიტინგო კომპანიებისთვისაც კი რთულია ზუსტი წინასწარმეტყველება.

"ვიმედოვნებ, ინვესტორების მხრიდან მაღალი ნდობა აისახება საკრედიტო კომპანიების Fitch Raitings-ისა და Standard & Poor's-ის სარეკდიტო რეიტინგებზეც. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე საკრედიტო რეიტინგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წარმატება გვქონდა, "უძრავი პერიოდის" შემდეგ 2019 წელს საკრეიდტო რეიტინგი 2 საფეხურით გაუმჯობესდა და 2020 წელს ველოდით მდგომარეობის კიდევ უფრო, 1 საფეხურით გაუმჯობესებას, თუმცა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა თავდაყირა დააყენა, თავად მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები და სარეიტინგო კომპანიები, შეგვიძლია ვთქვათ, მოლოდინის რეჟიმში არიან, მათ საკუთარი შეფასებები გაყინეს, რადგანაც ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველება მათთვისაც რთულია", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანიებმა საქართველოს საკრეიდტო რეიტინგები შეუნარჩუნეს. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 13 თებერვალს სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე უცვლელი დატოვა, მოგვიანებით, 27 თებერვალს კი საკრედიტო რეიტინგი ამავე დონეზე უცვლელად დატოვა S&P Global-მაც.

ფინანსთა მინისტრისთვის იმედის მომცემია ხანგრძლივი ვარდნის შემდეგ, მარტში ეკონომიკის 4%-იანი ზრდა, მით უმეტეს, როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ზრდის ეს ტრენდი, წინასწარი შეფასებით, შენარჩუნებულია აპრილშიც და ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. მინისტრი ამბობს, რომ პანდემიით გამოწვეული გამოწვევების ფონზე არანაირი პრობლემა არ შეექმნება ქვეყნის 2021 წლის ბიუჯეტს, უფრო მეტიც, ის ამბობს, რომ საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022