ეკონომიკა
24/02/2021

ვახტანგ ჭარაია: ეკონომიკის გახსნის დღევანდელი გადაწყვეტილებები ბიზნეს ნამდვილად წაადგება

ეკონომიკის გახსნის დღევანდელი გადაწყვეტილებები ბიზნეს ნამდვილად წაადგება, როგორც მინიმუმ მის ნაწილს მაინც, სწორი დაგეგმარების და გაურკვევლობის ფაქტორის მოხსნის კუთხით,- ასე გამოეხმა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამოცხადებულ შეზღუდვების მოხსნის გეგმას.

მისი თქმით, სამწუხაროდ კორონომიკური კრიზისი ჯერ კიდევ თვეების და შეიძლება საბოლოო დამარცხებამდე წლების პრობლემადაც დარჩეს, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც არც ბიზნესს და არც ქვეყანას არ დააზარალებს.

,,წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დღეს ერთი ჯიბე ავივსოთ, ხოლო ხვალ მეორე დავიცარიელოთ... მოკლედ, ამ ქვეყნის 3.725 მლნ მაცხოვრებელს ფხიზლად ყოფნა გვმართებს. სამომავლოდ კი ფაქტია, რომ ეკონომიკის სტრუქტურული გადაწყობა უალტერნატივოა, მათ შორის სახელმწიფოს უფრო აქტიური ჩარევის გათვალისწინებით, როგორც მინიმუმ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ჭრილში“,- წერს ვახტანგ ჭარაია.