ეკონომიკა
08/07/2022

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლომდე ინფლაცია 10%–ს უნდა ჩამოცდეს

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ინფლაციური გამოწვევები არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშია.

ვახტანგ ბიუცხრიკიძის თქმით, თუ ბოლო ინფლაციას შევხედავთ, დადებითი რაც შეიძლება ითქვას არის ის, რომ 13% ჩამოცდა მაჩვენებელი და ტრენდი შემცირებისკენაა.

"თიბისის მოლოდინით, წლის ბოლომდე ინფლაცია 10%–ს უნდა ჩამოცდეს, რაც ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა და სწორედ ამით არის გამოწვეული რეფინანსირების განაკვეთის ბოლო 12–18 თვის გნმავლობაში ზრდის ტენდენცია. ლოგიკურია, რომ როგორც კი ინფლაცია შემცირებისგენ წავა, რეფინანსეირების განაკვეთიც შემცირდება. რა თქმა უნდა, ეს ირიბად გავლენას მოახდენს ლარში საპროცენტო განაკვეთზე და შემცირდება."–აღნისნავს, თიბისის გენერალური დირექტორი.

ცნობისთვის, ივნისში წლიური ინფლაცია 12.8% იყო.