უცხოელები საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით ინტერესდებიან - Noble Real Estate
საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით უცხოელები ინტერესდებიან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე აქტიურობა სექტორში ძალიან დაბალია.
როგორც საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრი და კომპანია Noble Reale Estate-ის დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საკმაოდ დიდი ინტერესია საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. ისინი აკვირდებიან ზოგად ფონს, თუ რამდენად არის ფასები შეცვლილი და ასე შემდეგ.
როგორც მებაღიშვილი განმარტავს,უცხოელების 70% საქართველოში უძრავი ქონების შეძენითაა დაინტერესებული, დანარჩენს კი საცხოვრებელი ფართის შეძენა იჯარით სურს.
გარდა ამისა, უცხოელები საქართველოში საოფისე ფართების მიმართ ინტერესს ნაკლებად გამოხატავენ, რასაც ვერ ვიტყვით ქართველებზე, რომლებიც შედარებით ბიუჯეტური ფართების მოძიებაზე გადავიდნენ. ამის მიზეზი კი გაზრდილი ხარჯი და შემცირებული შემოსავალია.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია. ზუსტი ნიშნულის თქმა ძნელია, თუმცა, 60%-იანი კლება მაინც სახეზეა.
რაც შეეხება მოლოდინებს, სექტორში აზრი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთი ნაწილი სამომავლოდ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას ელოდება, მეორე ნაწილს კი საპირისპირო მოლოდინი აქვს,“ - აცხადებს მებაღიშვილი.