ეკონომიკა
21/09/2023

უნივერსიტეტების ჩამონათვალი, რომლებიც სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებას არ დათანხმდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა სპეციალურ ბრიფინგზე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებასთან დაკავშირებული ინიციატივის დეტალებზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვრის თქმით, შეხვედრა უკვე გაიმართა ყველა უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და დავალიანება 30 000-ზე მეტ სტუდენტს გაუნულდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაგვევალა მე და ფინანსთა მინისტრს ამ მიმართულებით უნივერსიტეტებთან  მუშაობა და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი და ფინანსური მექანიზმების შექმნა. სამინისტროში ორშაბათიდანვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. ​კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არცერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ სრულად გაუნულებენ არსებულ დავალიანებას“, – აღნიშნა ამილახვარმა.

მისი თქმით, კერძო უნივერსიტეტებს შესთავაზეს დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც ყველა დათანხმდა, გარდა ორი უნივერსიტეტისა.

„ჩვენ, ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფარგლებში, კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ, ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო დაახლოებით 1000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან, ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობების მიუხედავად, მათ მაინც არ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი“, – დასძინა გიორგი ამილახვარმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022