უმუშევრობის დონემ 22%-ს გადააჭარბა
უმუშევრობა გაზრდილია. 2021 წლის II კვარტლის მონაცემებით 22.1%-ს აღწევს, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ული პუნქტით არის მომატებული.
საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, 1.1%-ული პუნქტით მეტი, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.
დასაქმების დონე შემცირებულია 1%-ული პუნქტით, 40.1%-მდე.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.5-ული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.7%-ული პუნქტით.
2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5%-ს შეადგენდა, რაც 0.7%-ული პუნქტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2%-ული პუნქტით, კაცებში - 5.7%-ული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.7 პროცენტს, ხოლო კაცებში 63.7 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით.
2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით.