უმუშევრობა გაიზარდა
2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-ული პუნქტით გაიზარდა და 11.9% შეადგინა.
2020 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 60.8% შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია, შესაბამისად 0.8 და 3%-ული პუნქტით. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.9%-ული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.8%-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.3%-ული პუნქტით.
2020 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49.5%-ს შეადგენდა, რაც 1.1%-ული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.8%-ული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 2%-ული პუნქტით.