ეკონომიკა
19/03/2021

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები რუსეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთია

2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (6.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს(14.1 პროცენტით ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვართებერვალში, 664.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.

2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (71.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (66.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (53.8 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (203.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (139.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (131.6 მლნ. აშშ დოლარი).