ეკონომიკა
22/08/2021

"უკრაინა-საქართველო ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობას გააძლიერებს"

უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოვებული ერთობლივი სამთავრობათაშორისი კომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

"ჩემს კოლეგას, დენის შმიგალს შევხვდი და მრავალი საკითხი განვიხილე. მათ შორის იყო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოვებულ ერთობლივ სამთავრობათაშორის კომისიაზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.