ეკონომიკა
10/05/2023

უჩა სეთური: ბიზნესებისთვის დაკისრებული ვალდებულებები მომხმარებელს თავს დაცულად აგრძნობინებს

„ელექტრონული კომერციის რეფორმის მიხედვით, კანონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გათვალისწინებულია ვალდებულებები, რომელიც მომხმარებელს თავს დაცულად აგრძნობინებს“,- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ „მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, უჩა სეთურმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულებები, რომელიც ბიზნესებს დაეკისრებათ, რომ  საკუთარი მონაცემები გაასაჯაროონ, დიდი ბიზნესებისთვის ცნობილი პრაქტიკაა.

როგორც სეთური აცხადებს, აღნიშნული ვალდებულება მომხმარებელს  კომპანიის იდენტიფიკაციის პროცესში დაეხმარება. ონლაინ ინფორმაციის მიწოდება კი კომპანიებისთვის განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარებს არ საჭიროებს.

„ჩვენ არაკეთილსინდისიერ სუბიექტებს ვფილტრავთ და ვანაწილებთ, რომელიც შეიძლება მომხმარებელს ატყუებდეს, ფულს სძალავდეს და შემდეგ  სივრციდან ქრებოდეს, რაც შემდგომში მომხმარებლის მხრიდან უნდობლობას იწვევს, ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო სერვისებიც  ამ სისტემაზეა მიბმული,“- აცხადებს სეთური.

აღნიშნული კანონი ერთი განცხადებით მომხმარებელს გაუმარტივებს სამართლებრივი პროცედურების წარმართვას, რის შემდეგაც დაისჯება სამართალდამრღვევი, ბიზნესი კი გავა ბაზრიდან.

სეთურის განმარტებით,  ონლაინ ბიზნესის დაწყება უმარტივესია. მწარმოებელმა მომხმარებელს ციფრულად შეუძლია მიაწოდოს პროდუქტი და თავიდან აირიდოს რეალიზატორებთან და დისტრიბუტორებთან კომუნიკაცია .

ცნობისთვის,პარლამენტმა, გასულ კვირას პირველი მოსმენით მიიღო, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის მიერ მხარდაჭერილი კანონი "ელექტრონული კომერციის შესახებ".  

კანონპროექტით რეგულირდება ელექტრონული კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა. განისაზღვრება საინფორმაციო მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.

ელექტრონული კომერციის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება უკავშირდება ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, ციფრული შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას, ასევე, ელექტრონული კომერციის სფეროში მომხმარებლის უფლებების დამატებითი დაცვის უზრუნველყოფას და ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლებას, რაც საქართველოს ინტეგრირებას შეუწყობს ხელს ევროპის ერთიან ციფრულ ბაზარზე და გლობალურ სავაჭრო სივრცეში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023