ეკონომიკა
19/07/2023

"უახლოეს მომავალში კომპანიებისთვის დეტალური გზამკვლევი მომზადდება"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

„უახლოეს მომავალში კომპანიებისთვის დეტალური გზამკვლევი მომზადდება,“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კაჭარავამ განაცხადა.

საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული სპეციალური კვლევა ჩაატარა, რომლის საფუძველზეც ყველა ის მიმართულება გამოიკვეთა, რაზეც ბიზნესებმა სამომავლოდ უნდა იმუშაონ.

როგორც საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, გამოკითხული 28 კომპანიიდან 25-მა სტატუსის მიღებაზე მზაობა გამოთქვა, რომ შემოსავლების სამსახურში  განაცხადი შეიტანონ.

მისი მტკიცებით, აღნიშნული თანამშრომლობა, რომელიც ბიზნესისა და შემოსავლების სამსახურის პარტნიორობაზეა დაფუძნებული, ბიზნესს მნიშვნელოვან შეღავათსა და სარგებელს მოუტანს. მაგალითისთვის, ნაკლები ფიზიკური თუ დოკუმენტური კონტროლი, ამასთან საბაჟო სერვისების უპირატესობებით სარგებლობა და სხვა.  

თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ამ ეტაპზე საჭიროა ცნობადობის ამაღლებაზე აქტიური მუშაობა.

„ჩვენი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის კრიტერიუმები, რაც სტატუსის მიღებისათვის აუცილებელია, კომპანიების 80% აკმაყოფილებს. მათ შორის არის, მნიშვნელოვანი სამართალდარღვევის არ არსებობა, განხორციელებული ოპერაციებისა და საქონლის ნაკადების კონტროლის მაღალი დონე, გადახდისუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა.

ახლო მომავალში დაიწყება კონსულტაციები ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა მოხდეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის ურთიერთაღიარება, ეს კი ნიშნავს, რომ ის შეღავათები, რაც ჩვენს კომპანიებს ექნებათ, სამომავლოდ ევროკავშირის ქვეყნებიც ანალოგიური შეღავათებით ისარგებლებენ, რაც მნიშვნელოვანი ხელშემწყობი იქნება სამომავლოდ ტექნიკური ბარიერების შემცირებისთვის,"-აცხადებს კაჭარავა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ურთიერთაღიარების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ჩინეთსა და თურქეთთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს და სამომავლოდ, კონსულტაციები სხვა ქვეყნებთანაც იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი უკვე 7-მა კომპანიამ მიიღო, თუმცა კაჭარავა ვარაუდობს, რომ აღნიშნული სტატუსის მისაღებად, კიდევ 20 კომპანია შეიტანს განაცხადს.

ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მიღება როგორც მსხვილი, ისე საშუალო და  მცირე კომპანიისთვისაცაა შესაძლებელი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023