ეკონომიკა
05/07/2023

თურნავა: სებ-ის ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან

"EBRD - ის მხარდაჭერა ხელს უწყობს საფინანსო სექტორის, კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორ მატეო პატრონესთან შეხვედრაზე აღინიშნა.
 
საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს.
 
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სანქციებთან.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა ალკის ვრეინიოს დრაკინოსი, რომელიც კავკასიის რეგიონში EBRD - ის რეგიონული დირექტორის ფუნქციას 2023 წლის 1 - ლი სექტემბრიდან შეასრულებს და კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD - ის მოქმედი რეგიონული დირექტორი.