ეკონომიკა
14/04/2021

TURKUAZ-ის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ექსპრეს ბლოკ-მატარებელი ივლის

პროექტ TURKUAZ-ის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ექსპრეს ბლოკ- მატარებელი ამოქმედდა.

ADY Container-ის ცნობით, პირველი შემადგენლობა, რომელშიც 21 ერთეული 45 ფუტიანი კონტეინერი შედის, თურქეთიდან ბაქოში უკვე გაიგზავნა. კონტენერებს ცხოველებისთვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით არის დატვირთული.

TURKUAZ-ი ADY Container-ის, ასევე თურქეთსა და საქართველოში მისი პარტნიორების მიერ შექმნილი ერთობლივი ლოგისტიკური პროდუქტია.

შემადგენლობა რეისებს კვირაში 2-ჯერ შეასრულებს- სტამბულიდან და მესრინიდან ბაქოს მიმართულებით და პირიქით.

 

 

Businesspartner