ეკონომიკა
14/12/2020

ტურისტულ კომპანიებზე 244 000 ლარის სუბსიდია გაიცა - თურნავას უწყების ანგარიში

ამ წუთებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ,,მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაციას მართავს.
 
მინისტრის განცხადებით, სპეციალურად გადამზადებული სასტუმროს პერსონალი 133 767 ადამიანს მოემსახურა.
 
საკარანტინე სივრცეების პროექტში მონაწილეობა 215-მა სასტუმრომ მიიღო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 3 620 შეადგინა.
 
გარდა ამისა, განხორციელდა 800-მდე ფრენა და საქართველოს 6 000-მდე მოქალაქის უსაფრთხო და ორგანიზებული ტრანსპორტირება.
 
,,სამინისტროს ჩართულობით, თხევადი ჟანგბადის მწარმოებელმა კომპანიებმა თხევადი ჟანგბადის წარმოება 55%-ით გაზარდეს. შევისყიდეთ 10 დანადგარი, რაც დღიურად 10 ტონა თხევადი ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას უზრუნველყოფს" - განაცხადა თურნავამ.
 
მინისტრმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანტიკრიზისული გეგმი ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერაზე. ,,სახელმწიფო პროგრამის ,, აწარმოე საქართველოში" დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, დამტკიცებული სესხის მოცულობამ 96 მლნ ლარი, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ 161 მლნ ლარმ შეადგინა. მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზარდა. ამასთან, სახელმწიფო პროგრამით, ,,იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი" დამტკიცდა 6137 სესხი 614 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმით ისარგებლა 33-მა ბენეფიციარმა. გაცემული სუბსიდია კი 244 000 ლარს შეადგენს" - განაცახდა ნათია თურნავამ. 
 
 
Businesspartner