ეკონომიკა
07/07/2022

წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე იყიდება

წყალტუბოს 14 ყოფილ სანატორიუმზე ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში იყიდება სანატორიუმები: "წყალტუბო", "ფილიალი", "უშიშიროება', სასტუმრო "წყალტუბო", "სამგურალი", "სავანე", "რკინიგზელი", "მედეა", "მეგობრობა", "იმერეთი", "თბილისი", "გეოლოგი", "თბილისი", "აია". 

მთავრობის მიერ 5 ივლისს წარდგენილი 14 საინვესტიციო პროექტი სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციოდ 6 ივლისს გამოიტანა. პირობიანი აუქციონები 4 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება. 

სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონი კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“- საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური, თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას.

პროექტის განხორციელების შედეგად, წყალტუბო გახდება მსოფლიო დონის კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონზე უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს.

 

Businesspartner