ფოტო: Getty Images
ეკონომიკა
21/02/2022

წმინდა ექსპორტი იანვარში 39%-ით გაიზარდა

ქართული პროდუქციის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარში საქართველოდან წმინდა ექსპორტმა 231.5 მლნ დოლარს მიაღწია, რაც 2021 წლის იანვართან შედარებით 39.1%-ით მეტია. წმინდა ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 70%-ია.

მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 331.3 მლნ დოლარს გადაჭარბა, რაც 47.6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.