წმინდა ექსპორტი იანვარ-ნოემბერში 29%-ით გაიზარდა - სად და რას ყიდის საქართველო
ქართული პროდუქციის ექსპორტი გაზრდილია.
საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში წმინდა ექსპორტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.7%-ით გაიზარდა, 2.809 მლრდ დოლარამდე.
2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (537.9 მლნ დოლარი), რუსეთი (502.1 მლნ დოლარი) და თურქეთი (275.5 მლნ დოლარი).
2021 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 750.1 მლნ დოლარით, სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 414.8 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.8%), მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 214.9 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7%).
2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის
მოცულობამ 3.822 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 26.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. წმინდა ექსპორტი მთლიანი ექსპორტის 73.5%-ია.