წმინდა ექსპორტი 8 თვეში მხოლოდ $1,055 მლრდ-ია
ქართული პროდუქციის ექსპორტი იკლებს. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში წლიური ვარდნა 14,7%-ია, ამ პერიოდში სულ ექსპორტზე $2,071 მლრდ-ის პროდუქცია გაიყიდა.
გაცილებით უფრო ნაკლებია წმინდა ექსპორტის მაჩვენებელი. საქსტატის მონაცემებით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 51%-ია. მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7%-ით, $1,055 მლრდ-მდე შემცირდა.
2020 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან
ადგილობრივ ექსპორტში 72.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($240.8 მლნ), თურქეთი ($118.6 მლნ) და ბულგარეთი ($77.4).
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი $144.9 მლნ-ით, რაც მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%-ია.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $121.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.5%), მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $75.2 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%).