ეკონომიკა
03/10/2022

წლიური ინფლაციის დონე სექტემბერში 11.5% იყო

აგვისტოს შემცირების შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი ისევ გაიზარდა, საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზეა და 11.5%-ს შეადგენს, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე 0.8%-ია.

ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, სასტუმროების მომსახურებასა და ტრანსპორტზე.