წისქვილკომბინატები მუშაობის გაგრძელებას კვლავ ვერ ახერხებენ
წისქვილკომბინატები მუშაობის გაგრძელებას კვლავ ვერ ახერხებენ.
როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში გადაცემას "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" განუცხადეს, ბაზარზე რთული ვითარებაა, გაჩერებულია ყველა წიქვილკომბინატი, რის მიზეზიც რუსეთიდან ხელოვნურად გაიაფებული ფქვილის იმპორტია.
"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ახლანდელი ვითარება ბაზარზე არის ძალიან მძიმე.
"წისქვილკომბინატები გაჩერებულები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთიდან ხელოვნურად გაიაფებული რუსული ფქვილი შემოდის, ამის გამო წისქვილკომბინატები ადრე ნაყიდ ხორბალს ვერ ამუშავებენ და ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან ხორბალს ვერ ღებულობენ, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოშია ჩარჩენილი,"-აცხადებს სილაგავა.
წისქვილკომნინატებს ვერც ადგილობრივი ფრემერები აბარებენ ხორბალს, რომლის მარაგიც ამ დროისთვის 39-40 ტონაა. გაუყიდავი პროდუციის გამო მათ არ აქვთ ფინანსური რესურსი შხამ -ქიმიკატების შესაძენად და ხვნა- თესვის სამუშაოები ჩასატარებლად.
ასოციაციაში ამბობენ, რომ ხორბლის მწარმოებელთა და მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციების მიმართვის საფუძველზე, საკითხი მთავრობის 2 სხდომაზე განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილება პურის ფასის შესაძლო გაძვირების რისკების გამო ვერ მიიღეს.
შეგახსენებთ, ხორბალზე რუსეთის მიერ დაწესებულმა ექსპორტის გადასახადმა პრობლემები რამდენიმე მიმართულებით შექმნა და მთავრობა არჩევანის წინაშე დააყენა - გაძვირებულიყო პური, როგორც სოციალური პროდუქტი თუ წისქვილკომბინატებისთვის არახელსაყრელი გარემო შექმნილიყო. მთავრობამ მეორე ვარიანტი აირჩია, რის შემდეგაც წისქვილკმობინატებს პრობლემები ექმნებათ. რამდენიმე მცირე საწარმო დაიხურა კიდეც.