ეკონომიკა
24/08/2022
წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ₾3.6 მლნ-მდე დაიხარჯა
წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო მონაკვეთი, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. აღნიშნული გზის გამართულად ფუნქციონირება, მოსახლეობისთვის, ტურისტული თვალსაზრისით და მომლოცველებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას, ასევე, მდინარე კავთურაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებებიც, ავტოსადგომი, საგზაო ნიშნები და მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3.6 მლნ ლარამდეა.