ეკონომიკა
17/07/2020

წელს თხილის ჭარბ და ხარისხიან მოსავალს ელიან

წელს თხილის მოსავალი ჭარბი და ხარისხით გამორჩეული იქნება, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამეგრელოში ფერმერებთან შეხვედრაზე. შეხვედრაზე თხილის წლევანდელი მოსავლის რაოდენობისა და ხარისხის, დაბინავების და ექსპორტის საკითხები განიხილეს.
 
„ბოლო წლებში თხილის სექტორი დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. სახელმწიფოსა და ფერმერების ერთობლივი მუშაობით, ეს სირთულეები დაძლეულია. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2020 წლის მოსავალი, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხის თვალსაზრისით, გამორჩეულად კარგი იქნება. საერთაშორისო ბაზრების წლევანდელი ტენდენციების თანახმად, მოსალოდნელია საკმაოდ მაღალი ფასი, შესაბამისად, 2020-21 წლების სეზონი ფერმერებისთვის ფინანსურადაც წარმატებული უნდა იყოს. მოსავლის აღება რამდენიმე დღეში დაიწყება. მნიშვნელოვანია, რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და ბოლო წამლობა, ბოლო ოპერაციები ჩავატაროთ პასუხისმგებლობით და იმ პროტოკოლის დაცვით, რომელიც განვსაზღვრეთ. თხილის სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ჩვენს ეკონომიკაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ღირებულებაში 100 მილიონს გადავაჭარბებთ და, დაახლოებით, 55 ათასი ტონა ხარისხიანი თხილის მოსავალი გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 
სამეგრელოს მხარის რწმუნებულია ლექსანდრე მოწერელია იმედოვნებს, ქართული თხილი ხარისხითა და კონკურენტუნარიანი ფასით ევროკავშირის ბაზარზე ძველ პოზიციებს დაიბრუნებს.
 
 
 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023