ეკონომიკა
05/09/2023

ტრადიციული ტურიზმის მეტი და მიგრაციის ეფექტის ნაკლები ზეგავლენა - თიბისი კაპიტალის მოლოდინი

თიბისი კაპიტალი მიგრაციის ეფექტის შენელებას ელის.

როგორც საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია ნათქვამი, მიგრაციის ეფექტს ზეგავლენა წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იქნება. ამავდროულად თიბისი კაპიტალი ქვეყანაში წელს 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

"ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ეკონომიკური აქტივობის შედარებით ნორმალიზების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საექსპორტო კატეგორიაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირებაა. მიგრაციის ეფექტს რაც შეეხება, ჩვენი შეფასებით, ზეგავლენა წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იქნება. 

ამასთან, კვლავ გრძელდება ტრადიციული ტურიზმის აღდგენა. საკუთრივ, ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიზიტორების გარეშე, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში წლიურმა მატებამ 63% შეადგინა და ძირითადი წვლილი თურქეთსა და ევროკავშირზე მოდიოდა. 

სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების, იმპორტის, საკრედიტო აქტივობისა და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო პარამეტრების გათვალისწინებით, 2023 წლისათვის ეკონომიკის ზრდის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი დაახლოებით 7%-ს შეადგენს", - ნათქვამია კვლევაში. 

Businesspartner