TOP10 პროდუქტი/მომსახურება, რომელიც სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.5%-ით განისაზღვრა
„ბიზნესპარტნიორი“ გთავაზობთ Top10 პროდუქტს/მომსახურებას, რომელიც სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა.
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 15.7%
ტრანსპორტი -14.1%
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი -12.2%
დასვენება, გართობა და კულტურა -10.4%
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა -10.1%
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო -7.9%
განათლება -6.4%
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი -3%
კავშირგაბმულობა -0.4%