ეკონომიკა
20/01/2023
TOP-10 პროდუქტი, რომელიც საქართველომ 2022 წელს იყიდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19,042 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5,592 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა 31.8 %-ით), ხოლო იმპორტი 13,450 მლრდ აშშ დოლარს (ზრდა 33.2%-ით).
"ბიზნესპარტნიორი" გთავაზობთ იმ TOP 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომლის იმპორტიც საქართველოში 2022 წელს განხორციელდა.
- მსუბუქი ავტომობილები - $1.6 მლრდ
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1.3 მლრდ
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $775.2 მლნ
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $461.3 მლნ
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $404 მლნ
- სატელეფონო აპარატები - $323.6 მლნ
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $182.9 მლნ
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - $130. 4 მლნ
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $118.9 მლნ
- სატვირთო ავტომობილები - $103.4 მლნ
საქსტატის ინფორმაციით, სხვა პროდუქციის სრულად იმპორტმა $7.9 მლრდ-ი შეადგინა. 2021 წელთან მიმართებით ზრდამ კი, 28.4%.