ეკონომიკა
12/10/2023

"თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკაში, თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი"

მიზეზი რატომაც ჩამოვედით უპირველესად იყო, რომ უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოსს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"პატივცემული ქალბატონებო და ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობას ვუხდით პრემიერ მინისტრ, ღარიბაშვილს მოწვევისთვის. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით. ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა. მიზეზი, რატომაც ჩამოვედით უპირველესად იყო, რომ უნგრელი ხალხის მხრიდან საქართველოს ხალხისადმი პატივისცემა და დაფასება გამოგვეხატა.

ჩვენ ვიცით, თუ რა ბრძოლაა, ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცი ეს, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავის რწმენას არ თმობდნენ და ბრწყინვალე განვითარების მაღალ შეფასებას ვაძლევთ, რომელიც თქვენ ქვეყანაში განახორციელეთ, ყველა იმისთვის იბრძვის, რომ ეკონომიკური დონე შენარჩუნებული იყოს, რომელიც იქნება ძალიან მაღალი. თქვენ გვანახეთ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები ეკონომიკაში და ინარჩნებთ უკვე რამდენიმე წელია. თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, ამ თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე დღეს არის, ბოლო 30 წლის განმავლობაში", - განაცხადა ორბანმა.

Businesspartner