ეკონომიკა
14/08/2023

თიბისი კაპიტალი წელს ქვეყანაში ეკონომიკის 7.2%-იან ზრდას ელის

თიბისი კაპიტალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს. საინვესტიციო ბანკი წელს ქვეყანაში 7.2%-იან ზრდას ელის.

მთავარი ეკონომისტის ეკონომიკურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საბაზო სცენარი კვლავინდებურად უცვლელია და წინა კვირის მონაცემები ამ დროისთვის უცვლელია.

დეტალური მონაცემების გამოქვეყნებას კი საინვესტიციო ბანკი ახლო პერიოდში აანონსებს.

თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისისთვის ეკონომიკის 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა მას შემდეგ ზრდის პროგნოზს რამდენჯერმე გადახედა.

 

 

 

Businesspartner