ეკონომიკა
16/01/2023

თიბისი კაპიტალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას არ გამორიცხავს

თიბისი კაპიტალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას არ გამორიცხავს.

საინვესტიციო ბანკი არგუმენტად კვლავინდებურად მიგრაციის ეფექტს და ტურიზმის სექტორში უკეთეს მოლოდინს ასახელებს, ასევე პროგნოზის დადებითი მიმართულებით გადახედვის მოტივაციას ქმნის გლობალური ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით გაუმჯობესებული შეფასებები.

თიბისი კაპიტალი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო რეზერვები.

"საშუალო კურსის მხრივ, საყურადღებოა, რომ ევროს გამყარება გრძელდება. წარსული დინამიკიდან გამომდინარე, ევროს გამყარება ლარის გამყარებასაც იწვევს, თუმცა არა თანაბარზომიერად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემდგომი გამყარება სწორედ საბაზო სცენარია, თავისთავად არაა გამორიცხული საერთაშორისო მასშტაბით მოვლენების უფრო სტრესული სცენარით განვითარება, რაც უკვე მყარი დოლარის არგუმენტია", - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის კვლევაში.