ეკონომიკა
08/11/2021

თიბისი კაპიტალი დეკემბერში 14.5%-იან ინფლაციას ვარაუდობს

TBC Capital-ის მონაცემებით, წინა თვეში შემცირების შემდეგ, ფასების ზრდა თვიურ ჭრილშიც აჩქარდა და სეზონურად შესწორებული გაწლიურებული მაჩვენებელი წლიური ინფლაციის მსგავსად 12.8% იყო.

მთავარი ეკონომისტის შეფასებით, აღსანიშნავია, რომ თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ბენზინის, ხორბლისა და ბუნებრივი აირის ფასებმა 2014 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამასთან, რუსეთის მიერ ხორბალზე გაზრდილმა საბაჟო გადასახადმა ინფლაციური წნეხი გააძლიერა. პროდუქტების ჭრილში, თვიურ ინფლაციაში მთავარი წვლილი პურზე, ბოსტნეულსა და ზეთზე მოდიოდა. რაც შეეხება ფასების სხვა ინდექსებს, ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, სექტემბერში მათი დინამიკა არაერთგვაროვანი იყო.

„მთლიანობაში, აღნიშნული ფაქტორებისა და ჯერჯერობით მხოლოდ რეგიონებში ბიზნესისათვის გაზის ტარიფის მოსალოდნელი ზრდის გათვალიწინებით, 2021 წლის ბოლოსთვის ჩვენს პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადავხედეთ და დეკემბერში ფასების დაახლოებით 14.5%-ით მატებას ვვარაუდობთ. ამასთან, 2022 წლისთვის კი საბაზო სცენარი კვლავ სამიზნესთან ახლო ინფლაციას ითვალისწინებს.“–აღნიშნავს, TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი.