თიბისი კაპიტალი 2022 წელს 7.4%-იან ზრდას ელის
თიბისი კაპიტალი 2022 წელს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის.
საინვესტიციო ბანკის საბაზო სცენარით, 2021 წელს 4.6%-იანი აღდგენის შემდეგ, 2022 წელს 7.4%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.
"ფისკალური სტიმულის 2021 წელსაც მნიშვნელოვანი დარჩება, ამასთან, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელიც იზრდება, თუმცა იგი მართვად დონეზე
ნარჩუნდება", - ნათქვამია თიბისის კვლევაში.
იქვე მითითებულია, რომ წელს FDI 35%-ით სემცირდება, ზრდა კი მომავალ წელს დაიწყება და 10%-ს მიაღწევს.
"2021 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსიის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი მშპ-ის 7.6%-ს შეადგენს. მშპ-თან მიმართებაში მცირედით იკლებს როგორც კაპიტალური, ასევე მიმდინარე დანახარჯები. ვალის გაზრდილი მაჩვენებლიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია დეფიციტის შემცირება 3%-იან მაჩვენებლამდე", - ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკის 5%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი.