თიბისი 2021 წელს 6%-იან ინფლაციას ელის
თიბისი კაპიტალი 2021 წლისთვის ინფლაციის პროგნოზს ინარჩუნებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანაში წლიური ინფლაცია დაახლოებით 6% იქნება.
2021 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაცია დაჩქარდა და ამ 3.6% შეადგინა, იანვარში კი მაჩვენებელი 2.8% იყო.
როგორც თიბისი კაპიტალში განმარტავენ, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს გამორიცხავს, 6.6%-მდე გაიზარდა (იანვარში - წ/წ 5.8%). ერთი მხრივ, სურსათმა და სასმელებმა (წ/წ +6.2%) წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ასევე, სასაქონლო ჯგუფებიდან ფასების მაღალი ზრდა ჯანდაცვაზე (წ/წ +9.8%), ავეჯსა & საყოფაცხოვრებო ნივთებზე (+12.3% წ/წ), და ალკოჰოლსა & თამბაქოზე (წ/წ +8.1%) დაფიქსირდა. დამატებით, დასვენებისა და გართობის ჯგუფმა, იანვრის თვესთან შედარებით, ფასების მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა (წ/წ +3.5%). ასევე გაიზარდა ფასები ტრანსპორტის ჯგუფზე (წ/წ +2.3%). მეორე მხრივ, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებასთან ერთად, წლიურ ინფლაციაზე კლების მიმართულებით
მნიშვნელოვნად იმოქმედა წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფმა (წ/წ -21.2%).