ეკონომიკა
15/07/2021
თევზის წარმოების მიხედვით კახეთი ლიდერობს
2020 წელს თევზის წარმოების მიხედვით კახეთი ლიდერობს, რომელზეც ქვეყანაში წარმოებული თევზის 32.2% მოდის.
სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი - 31.4%–ით, მესამე ადგილზეა გურია - 11.1%, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 25.3% მოდის.
რაც შეეხება ფასებს, 2020 წელს 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი ფერმის კართან, ანუ მწარმოებლის ფასი 10.2 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის - 8.0 ლარი, თეთრი ამურის - 6.3 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლას - 4.3 ლარი, რუსული და ციმბირული ზუთხის - 27.6 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს - 16.0 ლარი.