თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა
წინასწარი შეფასებით, 2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარითებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.1 პროცენტია. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2023 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო
საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, უძრავი ქონების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორებში.
თებერვალში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 6 537 შეადგინა.ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ კი, 10 042 მლნ ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 11.7%-ია.