ეკონომიკა
02/03/2022
თებერვალში ინფლაცია 13.7% იყო
თებერვალში ინფლაციის ზრდის ტემპი მცირედ შემცირდა, თუმცა მაჩვენებელი კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 13.7% შეადგინა; წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონე 0.9%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.1%-ით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ქვეყანაში 13.9% იყო, იგივე მაჩვენებელი იყო 2022 წლის იანვარშიც.