ეკონომიკა
14/03/2022
თებერვალში ექსპორტი 60%-ით გაიზარდა
თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 429 მლნ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც წლის ამ თვისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2021 წლის თებერვალთან შედარებით 60%-ით არის გაზრდილი, 2020 წლის ამავე თვესთან შედარებით კი, 62%-ით. ზრდაა ყველა სხვა წელთან შედარებითაც.
„საქსტატის“ ექსპრეს მონაცემებით, იანვარ-თებერვალში საექსპორტო კალათამ 760.4 მლნ დოლარი შეადგინა, წლიური ზრდა წლიურ 54.5%-ია და ასწრებს იმპორტის 49%-იან ზრდას.
ექსპორტის ზრდის მიუხედავად მაინც მაღალ ნიშნულზეა უარყოფითი სავაჭრო სალდო რაც მთლიანი ბრუნვის - 2.5 მლრდ დოლარის 40.1%-ია.