ეკონომიკა
03/08/2021

TBC Capital: ივნისში მშპ-ს ზრდამ მოლოდინს გადააჭარბა

2021 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წ/წ 18.7%- ით გაიზარდა და TBC Capital-ის შეფასებით, მან 17.2%-იან მოლოდინს გადააჭარბა.

მეორე კვარტალში საშუალო ზრდამ წ/წ 29.8% შეადგინა. 2019 წელთან შედარებით კი, ივნისში რეალური მშპ - 9.6%-ით, ხოლო მეორე კვარტალში 12.6%-ით აღემატებოდა 2019 წლის შესაბამის დონეს.

წლიურ ჭრილში ზრდა დაფიქსირდა შემდგომ სექტორებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და საფინანსო & სადაზღვევო საქმიანობები.

ამასთან, სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდის მაჩვენებელი უარყოფითი იყო.