TBC Capital-ის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის 1 დოლარი ₾2.80-ს შეადგენს
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის განახლებულ ანგარიშში ეკონომიკური მოლოდინები გაუმჯობესებულია.
ასევე, მცირედით გაუმჯობესებულია ლარის კურსთან დაკავშირებული მოლოდინები.
ბოლო დროს ლარის კურსი არასტაბილური, თუმცა საერთო ჯამში გამყარებისკენ მიმართულია.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით და TBC Capital-ის მოდელის მიხედვით, წლის ბოლოსთვის ლარის საორიენტაციო კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.80-ს, ხოლო ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 3.06-ს შეადგენს.
ამასთან, მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ მაისის საკრედიტო აქტივობა ძლიერი იყო. ვალუტების მხრივ, ლარის სესხები უფრო მეტად გაიზარდა. ასევე, პირველი კვარტალის მონაცემებით, საშუალო ხელფასი 15.1%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გამომწვევ ფაქტორებს შორის, თავისთავად, ძირითადი კვლავ საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტებზე ფასების მატებაა.– ნათქვამია ანგარიშში.