ეკონომიკა
02/07/2021

TBC Capital: ინფლაცია წლის ბოლოსთვის 7.4%-ს მიაღწევს

ინფლაცია 2021 წლის ბოლოსთვის 7.4%-ს მიაღწევს, 2022 წლისთვის კი 3%-იან სამიზნე ნიშნულზე დაბალი იქნება, - ვარაუდობს TBC Capital-ი.

ამავდროულად საინვესტიციო კომპანია ინფლაციის შემცირებისა და ტურისტული შემოდინებების სრულად აღდგენის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებას ელის.

ამავდროულად TBC Capital-ი დოლარი/ლარის კურსს წლის ბოლოსთვის 3.0-3.3 ინტერვალში ვარაუდობს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და 9.9%-ს მიაღწია, ეს 10-წლიანი რეკორდია. ამაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის ივნისში იყო და მაშინ წლიური ინფლაციის დონე 10%-იან ნიშნულს აჭარბებდა.

საქსტატის ინფორმაცით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შეადგინა.

რაც შეეხება ლარის კურსს, 2020 წლის ბოლოდან მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ის დაახლოებით ერთი თვეა მყარდება. 

1 ივლისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი 3.1619 ლარი გახდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023