ეკონომიკა
25/10/2021
TBC Capital: იმპორტში ევროკავშირის წილი პირველ ადგილზე შენარჩუნდა
TBC Capital-ის ანგარიშის მიხედვით, წინა კვირაში გამოქვეყნებულ სექტემბრის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მაჩვენებლებში, კერძოდ, პროდუქტთა ჩამონათვალში არსებითი ცვლილებები არ შეინიშნებოდა.
ქვეყნების მხრივ აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ექსპორტმა მნიშვნელოვნად იმატა და ხვედრითი წილი ევროკავშირზე უფრო მაღალი იყო. ასევე, ევროკავშირის წილი იმპორტში პირველ ადგილზე შენარჩუნდა.
"საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში, საერთო აღქმის საპირისპიროდ, იმპორტში თურქეთის წილი სტაბილურია, ხოლო ექსპორტში მზარდი."–აღნიშნავს, TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი.