ეკონომიკა
31/03/2021

TBC Capital-ი წელს რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებას, 2022 წლიდან კი შემცირებას ელის

2021 წლის განმავლობაში რეფირანსირების განაკვეთი არსებულ დონეზე შენარჩუნდება და შემცირების ციკლი 2022 წელს დაიწყება, - ასეთია თიბისი კაპიტალია საბაზისო სცენარით გათვალისწინებული ვარაუდი.

იქვე მითითებულია, რომ მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრების ალბათობა გაზრდილია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უცხოურ ვალუტასა და ლარს შორის არსებული საპროცენტო დიფერენციალი რეკორდულად მაღალია.

საინვესტიციო კომპანიის მოსაზრებით, საპროცენტო განაკვეთის შემცირება 2021 წლის ბოლოსაც იყო ნავარაუდევი, თუმცა ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებისა და უფრო ნეგატიური პროგნოზის გათვალისწინებით, მიმდინარე წელს განაკვეთის დაწევა ნაკლებად მოსალოდნელია.

"უფრო მეტიც, წლის განმავლობაში განაკვეთის ზრდა არ არის გამორიცხული იმ შემთხვევაში, თუ ლარი კიდევ უფრო დასუსტდა. ამასთან, თუ ლარის დასტაბილურება მოხერხდა, არ არის აუცილებელი, რომ ლარში განაკვეთის აწევამ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად იმოქმედოს", - ნათქვამია თიბისი კვლევაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022