ეკონომიკა
11/10/2021

TBC Capital: ჩვენ კვლავ ვდებთ ფსონს ლარის კურსის მეტ-ნაკლებად სტაბილურობაზე

TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, საქართველოში გაზის ტარიფების მხრივ, მხოლოდ მცირე ზრდაა სავარაუდო. ასევე, აგვისტოში მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვეებთან შედარებით მხოლოდ მცირედით გაიზარდა, რაც სამომხმარებლო ფასების ზრდის ნორმალიზების არგუმენტია, რადგანაც ხშირად მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინმსწრები ინდიკატორის როლს ასრულებს.

“გასათვალისწინებელია, რომ ინფლაციური ზეწოლა არ აღინიშნება სამუშაო ძალაზე პროდუქციის ერთეულში გამოხატულ დანახარჯებში, და ყველაზე მთავარი, - ჩვენ კვლავ ვდებთ ფსონს ლარის კურსის მეტნაკლებად მაინც სტაბილურობაზე.

მთლიანობაში, იმის გათვალისწინებით, რომ ხორბლის ფასის ზრდა ჩვენს პროგნოზში უკვე ჩადებული იყო, ჩვენი წინა პროგნოზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ლარის კურსის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებაში წელს სტაბილურობისა და მომდევნო წელს მცირედი გამყარების, ბრენტის მარკის ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების ფასების დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნებისა და 2021-2022 წლებში მშპ-ს 10.5 და 6.0 პროცენტიანი ზრდის დაშვებით, ჩვენი პროგნოზი წელს 13.8, ხოლო მომდევნო წელს სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალ ინფლაციაა.“-აღნიშნავს, ოთარ ნადარაია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022