ეკონომიკა
21/04/2022
TBC Capital: ბოლო 2 წელში FMCG ბაზარი რეკორდულად მაღალი ტემპით გაიზარდა
TBC Capital-მა სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა.
პუბლიკაციის თანახმად, ბოლო 2 წლის განმავლობაში, პანდემიურ რეალობაში, FMCG ბაზარი რეკორდულად მაღალი ტემპით გაიზარდა. 2020 წელს - 26%, 2021 წელს კი 22%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა.
FMCG პროდუქციაზე დანახარჯების წილი მოსახლეობის მთლიან დანახარჯებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამ მიმართულებით, ტურისტული დანახარჯები 2020 წელს თითქმის განულდა, 2021 წელს კი 43%-ით აღდგა.