ეკონომიკა
16/10/2023

თანამდებობების ჩამონათვალი, რომელზეც გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალია

2022 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15.4% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს. 

აღნიშნული მაჩვენებელი ყოველთვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში 23 პროცენტია.

დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით გენდერული საათობრივი სახელფასო სხვაობა 0.4 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო ყოველთვიური სახელფასო სხვაობა გაზრდილია - 1.6 პროცენტული პუნქტით.

2022 წელს მრეწველობის სფეროში შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 21.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მომსახურების სფეროში - 14.7 პროცენტი.

დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, ყველაზე დიდი შესწორებული საათობრივი გენდერული სახელფასო სხვაობა დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორების და ამწყობების პოზიციაზე დაფიქსირდა და 53.4 პროცენტი შეადგინა, მეორე ადგილზეა ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები (42.7%).

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია შესწორებული საათობრივი და ყოველთვიური გენდერული სახელფასო სხვაობა დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით: