ეკონომიკა
10/05/2023

თამარ ბუაძე: საქართველოს მოქალაქე მიიღებს სერვისს, სადაც მომხმარებლის უფლებები დაცული იქნება

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

"ელექტრონული კომერციის შესახებ" ახალი კანონი განსაკუთრებით ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ეკონომიკური რეფორმების კომპონენტის ხელმძღვანელმა, თამარ ბუაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტების ქართულ ბაზარზე დანერგვას. ეს კი კომპანიებს საერთაშორისო სტანდარტების ათვისებასა და  საგარეო ვაჭრობაში დაეხმარებათ, შესაბამისად ექსპორტის განვითარებას ხელს შეუწყობს.

როგორც ბუაძე აღნიშნავს, "ელექტრონული კომერციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების გაცნობა ბიზნესებს წინასწარვე შეეძლებათ. დოკუმენტში განმარტებული იქნება ის საკითხები და სტანდარტები, თუ კომპანიებმა  როგორ უნდა განახორციელონ საქმიანობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

„კვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ ელექტრონული კომერციის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, რისი მიზეზიც, პირველ რიგში რეგულირების, ხოლო მეორე შემთხვევაში აღსრულების მექანიზმის არ არსებობა იყო. შესაბამისად დაზარალებულმა მომხმარებელმა არ იცოდა პრობლემის შემთხვევაში ვისთვის ან სად მიემართა.

ახალი ელექტრონული კომერციის კანონით, ეს შესაძლებლობა უკვე იქნება," - აცხადებს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ეკონომიკური რეფორმების კომპონენტის ხელმძღვანელი.

როგორც ბუაძე აღნიშნავს, კონკურენციის სააგენტოს დაეკისრა ვალდებულება, რომლის თანახმადაც მან უნდა დაიცვას მომხმარებლის უფლებები, მათ შორის ონლაინ სივრცეში არსებული მომხმარებლების უფლებებიც.

აღნიშნული კანონის თანახმად, მომხმარებელს საშუალება აქვს ონლაინ მიიღოს ინფორმაცია კომპანიების შესახებ, რათა მან იცოდეს ვის უნდა უჩივლოს საჭიროების შემთხვევაში.

„საქართველოს მოქალაქე მიიღებს სერვისს,  სადაც მომხმარებლის უფლებები იქნება დაცული და მიიღებს იმ ხარისხს, რისი მოლოდინიც აქვს.“- აღნიშნავს ბუაძე.

ცნობისთვის,პარლამენტმა, გასულ კვირას პირველი მოსმენით მიიღო, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის მიერ მხარდაჭერილი კანონი "ელექტრონული კომერციის შესახებ".  

კანონპროექტით რეგულირდება ელექტრონული კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა. განისაზღვრება საინფორმაციო მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.

ელექტრონული კომერციის სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება უკავშირდება ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული ვაჭრობის განვითარებას, ციფრული შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირების ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას, ასევე, ელექტრონული კომერციის სფეროში მომხმარებლის უფლებების დამატებითი დაცვის უზრუნველყოფას და ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლებას, რაც საქართველოს ინტეგრირებას შეუწყობს ხელს ევროპის ერთიან ციფრულ ბაზარზე და გლობალურ სავაჭრო სივრცეში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023