Summer Fancy Food Show 2023-ზე, 16-მა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია პირველად გამოფინა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, The USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერითა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ნიუ-იორკში, საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიურ გამოფენაზე Summer Fancy Food Show 2023, პირველად საკუთარი პროდუქცია 16-მა ქართულმა კომპანიამ წარადგინა.
ქართულმა კომპანიებმა გამოფენის დამთვალიერებლებს ოცამდე დასახელების ავთენტური ქართული პროდუქტი გააცნეს, როგორიცაა: თაფლი, თხილი, ჩირეული, საწებლები, წვენები, სუნელები და სხვა.
Summer Fancy Food Show 2023-ზე საქართველოს პავილიონით, გამოფენის ასობით სტუმარი დაინტერესდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო შემსყიდველებთან ჯამურად 200 მდე B2B შეხვედრა გამართეს.
"ამერიკის საექსპორტო ბაზარი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით, 20-მდე ქართულ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტი ამერიკული ბაზრისთვის გაეცნო" - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გამოფენის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, გამოფენა დაათვალიერა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანმა