ეკონომიკა
18/11/2020

სტრატეგიული პარტნიორობა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება - პომპეოს გზავნილები

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას საუბარი იყო ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ამ მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და მათ შორის, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე.

„საუბარი იყო ეკონომიკაზე, ეკონომიკის კიდევ უფრო წინ წამოწევაზე და მათ შორის, თავისუფალ სავაჭრო ხელშეკურლებაზე, ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაზე, მეტი ამერიკული კომპანიების ხილვაზე საქართველოში. ეს ყველაფერი ერთად, აძლიერებს ჩვენს მდგრადობას“,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს - დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის ქვეყანას დღეს დატოვებს.