ეკონომიკა
14/10/2020

სსფ საქართველოში წელს ეკონომიკის 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოში ეკონომიკის 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს.

ფონდის განახლებული, ოქტომბრის განახლებული პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური გაჯანსაღება მომავალი წლისთვის დაიწყება და 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 5%-ს მიაღწევს.

ფონდის ვარაუდით, 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება.

ფონდის განახლებული პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა 2020 წელს 4.4%-ით შემცირდება, რაც 0.8 პ.პ-ით ნაკლებია (გაუმჯობესებულია) ივნისის პროგნოზთან შედარებით, ხოლო 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 5.2% იქნება (0.2 პ.პ-ით შემცირდა ივნისის მაჩვენებელთან შედარებით).

Businesspartner