ეკონომიკა
01/12/2020
სოსო ფხაკაძე: ლარის კურსი ქართული ეკონომიკისთვის დღეს ყველაზე დიდი პრობლემაა
„ლარის კურსი არის ყველაზე დიდი პრობლემა თუ რაიმე გააჩია დღეს ქართულ ეკონომიკას და ბიზნესს,” - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა განუცხადა.
სოსო ფხაკაძის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან კომუნიკაცია გრძელდება.
„ლარის კურსთან დაკავშირებით ბიზნესასოციაცია დიდი ხანია ღიად საუბრობს. ფაქტია, რომ ამ პრობლემას რაიმე გზით უნდა ეშველოს და ბიზნესისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ხელისუფლებასთან,“- განმარტა სოსო ფხაკაძემ.