ეკონომიკა
12/01/2023

სოფლის განვითარების სააგენტო სერვისცენტრებს ყიდის

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აუქციონი სოფლის განვითარების სააგენტოს შვილობილი კომპანიების, შპს "აგროსერვის ცენტრისა“ და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" საკუთრებაში არსებული შემდეგი სერვისცენტრების რეალიზაციაზე  გამოცხადდა. 

ესენია: შპს "აგროსერვის ცენტრის" საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში მდებარე სერვის-ცენტრი - 12,841 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 2,572.79 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობები. 

დეტალურად

შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" საკუთრებაში არსებული, ქარელის რაიონის სოფელ მოხისში მდებარე, 35,807 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 4,298.29 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობები.

დეტალურად

შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში მდებარე, 49,307 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 3,760.34 კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობები.

დეტალურად

აღსანიშნავია, რომ ჯამში, სამივე სერვისცენტრის პრივატიზების შედეგად მისაღები  თანხა დაახლოებით 4,8 მლნ ლარს შეადგენს.