შრომის ინსპექციამ 1200-მდე საჯარიმო სანქცია გასცა
შრომის უსაფრთხოების პირობების შემოწმების მიზნით, გასულ წელს შრომის ინსპეციამ 2500 ობიექტი შეამოწმა. როგორც ინსპექციაში განმარტავენ, დარღვევების აღმოფხვრის მაჩვენებელი 24%-ით არის გაზრდილი და 52%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი მითითების შემდეგ, 52%-მა დარღვევა აღმოფხვრა და სანქცირების საჭიროება აღარ დადგა.
ამასთან, შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ შემცირებულია ფატალური შემთხვევების მაჩვენებელიც - 2018 წელთან შედარებით, ანუ მას შემდეგ რაც შრომის უსაფრთხოების კანონი ამოქმედდა, სამუშაო ადგილზე ასეთი შემთხვევების მაჩვენებლი 41%-ით არის შემცირებული.
ჯამში გასულ წელს, ინსპექციამ 1200-მდე საჯარიმო სანქცია გასცა. ინსპექციის სამსახურში გაზრდილია შრომის უფლებების დარღვევებზეც მიმართვიანობა.
„შრომის უფლებების მიმართულებით ჩვენ შევამოწმეთ 1000-ზე მეტი კომპანია, მათ შორის კლინიკები. გაცემული მითითებები და ზოგადად, ზედამხედველობა შეეხო 68 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს, აქაც გარკვეული დარღვევები გამოვლინდა და შესაბამისი მითითებები გაიცა. წლიდან წლამდე გამოსწორების პროცესი საკმაოდ მაღალია და გარდა ამისა, მომართვიანობაც გვაქვს გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რაც შრომის ინსპეცქიის მიმართ დასაქმებულ პირების მხრიდან ნდობის ზრდაზე მიუთითებს“-აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე.